''გალას'' ბრწყინვალე წინადადება რადამელ ფალკაოს
Aa
Aa

''გალას'' ბრწყინვალე წინადადება რადამელ ფალკაოს

თურქული მედიის ცნობით კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ კარიერა შესაძლოა ''გალათასარაიში'' გააგრძელოს. სტამბოლურმა კლუბმა სამხრეთამერიკელს კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით ფეხბურთელი წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს და თურქეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

ფალკაომ გასულ სეზონში ''მონაკოს'' მაისურით ლიგა 1-ის 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები