ალჟირმა სენეგალი დაამარცხა და აფრიკის თასი მოიგო!
Aa
Aa

ალჟირმა სენეგალი დაამარცხა და აფრიკის თასი მოიგო!

2019 წლის აფრიკის თასის გათამაშების გამარჯვებული ალჟირის ნაკრები გახდა! ჯამელ ბელმადის გაწვრთნილმა ნაკებმა სენეგალი 1:0 დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბაღდად ბუნეჯამ მე-2 წუთზე გაიტანა. რთული წარმოსადგენი იყო, რომ მატჩში ეს ერთადერთი ბურთი გამოდგებოდა.

ალჟირელებმა აფრიკის თასი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგეს. ალჟირმა სანუკვარი თასი ბოლოს 29 წლის წინ აღმართა.

ამრიგად, რიად მაჰრეზი და კომპანია ალჟირული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები