Aa
Aa

Daily Mirror: "ტოტენჰემი" ლო სელსოს სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს ჩამოდის!

"ტოტენჰემი" მზადაა, ბეტისის არგენტინელი ნახევარმცველის ჯოვანი ლო სელსოს სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი იქნება. ინფორმაციას Daily Mirror-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულში "დეზებმა" ტანგუი ნდომბელეს ტრანსფერში 65 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდით კლუბის რეკორდი დაამყარეს, თუმცა, შესაძლოა, სარეკორდო ლო სელსოს ტრანსფერი გახდეს.

სევილიური კლუბი ლო სელსოს შემცვლელად ნაბილ ფეკირს განიხილავს, ბეტისი მის სანაცვლოდ 22 მილიონ ფუნტ სტერლინგს ლიონს გადაუხდის. კლუბებს შორის მოლაპარაკება დასრულების სტადიაშია.

"ლიონის" პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ინგლისური მედიის ცნობით კი შეთანხმება უკვე შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები