16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალშია
Aa
Aa

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალშია

საქართველსო 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალშია. რანგით ყველაზე დაბალ დივიზიონში სულ 7 გუნდი მონაწილეობს, სადაც საქართველო ფავორიტია და ნახევარფინალში იოლად გავიდა.

ნიკო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის მიერ გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში ჯერ მოლდოვა გაანადგურა (71:37), უფრო დამაჯერებლად კი

გიბრალტარს სძლია – 73:35.  საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან შოტლანდიას შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს კვიპროსი და მოლდოვა შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრებს გიბრალტართან კესო ბარბაქაძემ ულიდერა, რომელმაც 31 წუთში 21 ქულა, 23  მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ნონა ცომაიას ანგარიშზე 20 ქულა, 10 პასი და 5 ჩაჭრა დაგროვდა. 15 ქულა და 8 მოხსნა თამარ პაპუაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. 

საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან ნახევარფინალურ მატჩს 20 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები