marca:
Aa
Aa

marca: "რეალის" ძირითადი შემადგენლობა ცნობილია!

მადრიდული გამოცემა marca დღევანდელი შეხვედრისათვის "რეალის" ძირითად თერთმეტეულს აანონსებს:

ნავასი - კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ბეილი, რონალდუ, ბენზემა. 

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერში "სიტისა" და "რეალის" შეხვედრა სტარტს 22:45 საათზე აიღებს და მას თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი ჩუნეთ ჩაქირი იქნება. ეს ის ჩაქირია, რომელმაც 2012-2013 წლების "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "იუნაიტედსა" და "რეალს" შორის, ბევრის აზრით, ლუიშ ნანი მოედნიდან უსამართლოდ გააძევა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები