Aa
Aa

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ფიცი დადეს

21 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს ევროპის XV ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალი, სადაც მონაწილეობას სპორტის 10 სახეობაში 49 ქვეყნის 3600 მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს.

მათ შორის საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში 36 სპორტსმენი ისაპარეზებს.

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე  ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი იქნება.

დღეს კი ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენები ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საზეიმოდ გააცილეს.

ცერემონიალზე ნაკრების სახელით ფიცი ძლეოსანმა მედეა შონიამ დადო.

 მამუკა ბახტაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 

ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

 

გიგა ტატიაშვილი - მედროშე

 

გვანცა სომხიშვილი - ძიუდოისტი 

 

ცხელი ამბები