Aa
Aa

დე ლიხტი: “იტალიური დაცვითი საფეხბურთო კულტურა ძალიან მიყვარს"

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა, მატიის დე ლიხტმა, მისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. თინეიჯერი ჰოლანდიელი იტალიური დაცვითი საფეხბურთო კულტურით აღფრთოვანებულია და აღნიშნავს, რომ სერია A-ში მისი იდეალები თამაშობდნენ.

“იტალიური დაცვითი საფეხბურთო კულტურა ძალიან მიყვარს. მომწონს მათი მიდგომა და სერია A-ში მოასპარეზე მცველებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, ამ ჩემპიონატში ჩემი არაერთი იდეალი თამაშობდა: ბარეზი, მალდინი, ნესტა, კანავარო, შირეა და იმდენი სხვა, რომ გვარების ჩამოთვლა შემიძლია დაუსრულებლად გავაგრძელო.

„აიაქსში“ 10 წელი გავატარე და იქიდან წამოსვლა რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამსტერდამი, გუნდი და მისი თითოეული ფეხბურთელი მომენატრება“.

მატიის დე ლიხტი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. „იუვემ“ მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, 10.5 მილიონ ევროს კი ბონუსების სახით დაფარავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები