Aa
Aa

"გამარჯვებას ვიმსახურებდით... მეტოქემ გამოცდილებით გვაჯობა" - "ტორპედოელთა" შეფასებები

ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპა ლიგის 2019-2020 წლების სეზონში გამოსვლა დაასრულა. კახა ჩხეტიანის გუნდმა ყაზახურ „ორდაბასისთან“, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, მეორე მატჩიც წააგო.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქუთათურები უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა შანსები ვერ გამოიყენეს.

ყველაფერი 81-ე წუთზე გადაწყდა, როცა ყაზახებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ის შედეგიანად მეჰანოვიჩმა დაასრულა, დამატებულ მე-4 წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ზიგი ბადიბანგამაც შეაგდო და „ორდაბასის“ ორი მატჩის ჯამში 3:0 მოაგებინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ CrystalSport-თან კომენტარები „ტორპედოს“ კაპიტანმა როინ კვასხვაძემ, ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ დოლიძემ და ფორვარდმა ოთარ კობახიძემ გააკეთეს.

 

კახა ცხადაძის „ორდაბასის“ შემდეგი მეტოქე ჩეხური „მლადა“ იქნება, რომელიც საკვალიფიკაციო სტადიაზე სწორედ მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები