ჩხეტიანი:''...დროის გაწელვა აღარ შეიძლება, ყველაფერი გადაჭრით უნდა ითქვას...''
Aa
Aa

ჩხეტიანი:''...დროის გაწელვა აღარ შეიძლება, ყველაფერი გადაჭრით უნდა ითქვას...''

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის ‘’ტორპედო’’ ‘’მიხეილ მესხზე’’ ყაზახურ ‘’ორდაბასისთან’’ 0:2 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა 3:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ ''ტორპედოს'' მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ქართულ მედიას ესაუბრა.

კახა ჩხეტიანი:’’მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. იმედს მაძლევს ის, რომ ჩემს გუნდს პოტენციალი აქვს.''

- როგორი ვითარებაა კლუბში ფინანსური კუთხით და შესაძლებელია თუ არა ფინანსური თვალსაზრისით არსებული რესურსით გააგრძელოთ ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა?

-  სიმართლე გითხრა არ ვიცი, უახლოეს დღეებში გაირკვევა შევძლებთ თუ არა ამ რესურსით ასპარეზობის გაგრძელებას. ყველაფერი უახლოეს დღეებში კატეგორიულად უნდა ითქვას. თუ ვინმეს მოგეწონათ თამაში, ეს ამ ბიჭების დამსახურებაა. თუ ყველაფერი კარგად იქნება გავძლიერდებით. გუნდში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე უახლოეს დღეებში ყველაფერი უნდა გადაწყდეს. ყველამ თავისი პასუხი უნდა თქვას, ვის რა შეუძლია. დროის გაწელვა აღარ შეიძლება, ისედაც საკმარისზე დიდი დრო გავიდა.

მათე ცინცაძე: ''ვიცოდით რომ დაძაბული თამაში იქნებოდა, არ გაგვიმართლა პირველ ტაიმში, გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, თუმცა ვერ გავიტანეთ.''

ტორპედოსთან კონტრაქტი ამომეწურა, ჩემი მომავალი გარკვეული არაა. მსურს უცხოეთში ვითამაშო, მაგრამ არაა გადაწყვეტილი.’’

კახა ჩხეტიანმა ასევე აღნიშნა, რომ თუ კლუბში ფინანსურად მყარი ვითარება იქნება, მათეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

ფოტო: fcordabasy.kz

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები