Aa
Aa

Sky Sports: "ბარსელონა" პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ 90 მილიონსა და 2 ფეხბურთელს სთავაზობს!

იტალიის მთავარი არხი Rai ამტკიცებდა, რომ ნეიმარის მამა „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის ტურინში შეხვდება.

არხის ჟურნალისტ პაოლო პაგანინის თქმით, მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდებიან და ბრაზილიელი ვარსკვლავის „იუვენტუსის“ რიგებში გადასვლას განიხილავენ. თუმცა, შეხვედრის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

ხსენებული ინფორმაცია 18 ივლისს გავრცელდა, საღამოს კი გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Sky Sports-მა დაწერა, რომ "ბარსამ" პსჟ-ს ახალი წინადადებით მიმართა - 90 მილიონი ფუნტი და პლუს 2 ფეხბურთელი!

კატალონიელები თანხასთან ერთად პარიზელებს კოუტინიო, დემბელე, სემედუ, რაკიტიჩი, მალკომიდან ორის არჩევის უფლებას აძლევენ.

როგორც ბოლო დღეებში იწერებოდა, "ბლაუგრანა" პარიზელებს 40 მილიონსა და 2 ფეხბურთელს სთავაზობდა, როგორც ჩანს ბართომეუმ და მისმა გუნდმა წინადადება გააუმჯობესია, ახლა ჯერი პარიზელებზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები