თაღლითობა ჭადრაკში : გროსმაისტერი საპირფარეშოში მობილური ტელეფონით აღმოაჩინეს
Aa
Aa

თაღლითობა ჭადრაკში : გროსმაისტერი საპირფარეშოში მობილური ტელეფონით აღმოაჩინეს

ლატვიელი გროსმაისტერი იგორ რაუსისი სტრასბურგში გამართულ ტურნირზე სკანდალში გაეხვა.

58 წლის მოჭადრაკე მატჩების მიმდინარეობის დროს საპირფარეშოში გადიოდა და სმარტფონში საჭირო სვლებს ნახულობდა.

დამადასტუტრებელი ფოტოსურატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა.

არსანიშნავია , რომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე, მოჭადრაკე იგორ რაუსისი დაუმარცხებელი ჩანდა. 58 წლის ასაკში იგი თამაშს თამაშზე იგებდა და გახდა ყველაზე ასაკოვანი დიდოსტატი, რომელიც ასეულში შევიდა. ამ თვეში მან რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ,  რომ მსგავს ფაქტზე 2015 წელს ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე გამოიჭირეს, რომელსაც სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და ტიტულიც ჩამოართვეს.

ცხელი ამბები