Aa
Aa

"ბარსას" ახალი სატრანსფერო ვარიანტები

ესპანური გამოცემა Sport აქვეყნებს ცნობას, რომლის მიხედვითაც "ბარსელონას" სკაუტებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის 10 ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩამოწერეს.

სიაში შედიან ფრანგული "რენის" შემტევი უსმან დემბელე, ხიხონის "სპორტინგის" ცენტრალური მცველი ხორხე მერე, "ლივერპულის" ნახევარმცველი კამერონ ბრანაგანი, "იუვენტუსის" არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა, "ლიონის" განაპირა მცველი სამუელ უმიტიტი, "ლევერკუზენის" ფლანგელი ვენდელი, "ვილიარეალის" მცველი ადრიან მარინი, ასევე "აიაქსის" 3 ფეხბურთელი შემტევი ანვარ ელ გაზი, საყრდენი რიშედლი ბაზოერი და უნივერსალი მცველი ხაირო რიდევალდი. 

ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც, ბევრის აზრით, სამომავლოდ ფეხბურთში ამინდი უნდა შექმნან და ვნახოთ საბოლოოდ ვისზე გაკეთდება აქცენტი კატალონიელთა მხრიდან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები