ფაჩულიას „მილოუკი“ „კლივლენდთან“ დამარცხდა
Aa
Aa

ფაჩულიას „მილოუკი“ „კლივლენდთან“ დამარცხდა

დღეს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას „მილოუკი ბაქსმა“ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „კლივლენდს“ უმასპინძლა და დასანანი მარცხი იწვნია - 99:104.

 

ქართველმა ცენტრმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამწუხაროდ ზაზას ჩინებული თამაში არ დაუფასდა.

 

საქართველოს ნაკრების ლიდერი ტრადიციულად სასტარტო შემადგელობაში იყო და პარკეტზე 31 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ზაზამ ზაზამ 13-დან 8 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად, ფაჩულიამ 10 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.  „მილოუკიში“ მასზე უკეთესი შედეგი კარტერ-უილიამსს ჰქონდა, რომელმაც თავის აქტივში 30 ქულა და 8 პასი ჩაიწერა.

"
კლივლენდში" ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა ტიმოფეი მოზგოვმა 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, კევინ ლავმა თავი 16 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა, საუკეთესო კი კაირ ირვინი 27 ქულითა და 9 პასით გახდა. 
ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 21 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით დაასრულა.
38
მოგებითა და 40 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან. 10 აპრილს ფაჩულიას გუნდი მედისონ სკვერ გარდენში "ნიუ იორკს" შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები