Aa
Aa

"ბარსა" დემბელესა და სემედუს აღარ გაყიდის

კატალონიური Mundo Deportivo უსმან დემბელესა და ნელსონ სემედუს „ბარსელონადან“ წასვლას უკვე კატეგორიულად გამორიცხავს.

თავდაპირველი ცნობებით, „ბარსა“ ხსენებულ ფეხბურთელებს ნეიმარის ტრანსფერში გამოიყენებდა, თუმცა რადგან ბრაზილიელის „ნოუ კამპზე“ გადასვლა დღის წესრიგიდან მოიხსნა, კლუბი მათ გასხვისებას აღარ აპირებს.

ხოსეპ მარია ბარტომეუმ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ დემბელე „ბლაუგრანას“ სამომავლო გეგმებშია და კლუბი მის სხვა კლუბისთის დათმობას არ აპირებს. რაც შეეხება სემედუს, ისიც „ბარსაში“ დარჩება, რადგან სამწვრთნელო შტაბი მას ძირითად მარჯვენა მცველად მოიაზრებს.

როგორც დემბელეს, ასევე სემედუს, „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები