Aa
Aa

Tuttosport-მა ნაინგოლანი ისევ "კალიარისთან" დააკავშირა

ტურინული Tuttosport-ის ცნობით, შესაძლოა, რაჯა ნაინგოლანი სარდინიული „კალიარის“ რიგებში დაბრუნდეს. გამოცემა ამის მთავარ მიზეზად ფეხბურთელის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინეს.

ბელგიელი ნახევარმცველი „როსობლუს“ ღირსებას 2010-2014 წლებში იცავდა და როგორც ვარაუდობენ, არაა გამორიცხული, სარდინიაზე დაბრუნება მისი მეუღლისთვის უკეთესი ვარიანტი იყოს.

თუკი ტრანსფერი შედგა, რაჯას ხელფასის დაკლებაზე დათანხმება მოუწევს, რადგან „კალიარის“ მისთვის წლიურად 4.5 მილიონი ევროს გადახდა არ შეუძლია.

31 წლის ნაინგოლანს შეთავაზებები ჩინეთიდანაც აქვს, მისი „ინტერში“ დარჩენა კი ყველაზე ნაკლებად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ მილანურმა კლუბმა რამდენიმე კვირის წინ „კალიარიდან“ ნიკოლო ბარელა დაიმატა, ახლა კი, შესაძლოა, მის ნაცვლად „როსობლუს“ ნაინგოლანი დაუთმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები