Aa
Aa

გუარინი ისევ "ნერაძურიში"? - ოღონდ, ამჯერად - ბერგამოულში...

ბერგამოს „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება და შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს. გამოცემა Tuttomercatoweb-მა „ნერაძურის“ კოლუმბიელი ნახევარმცველი, ფრედი გუარინი, დაუკავშირა.

ფეხბურთელი ამჟამად ჩინურ „შანხაი შენხუაში“ თამაშობს, თუმცა, როგორც ჩანს, აზიის დატოვებას გეგმავს და იტალიის სერია A-ში დაბრუნებას განიხილავს. იგი 2012-2016 წლებში „ინტერის“ მაისურით ასპარეზობდა.

Gazzetta dello Sport-ის თქმით, გუარინს „ატალანტაში“ გადასვლის იდეა მოსწონს, თუმცა პრობლემა, შესაძლოა, მისი ხელფასი გახდეს. იგი ჩინეთში წლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, „შავ-ლურჯები“ კი მხოლოდ 1 მილიონ ევროს სთავაზობენ.

საგულისხმოა ისიც, რომ 33 წლის კოლუმბიელ შუახაზელს „შანხაი შენხუასთან“ კონტრაქტი 5 თვეში ეწურება.

სატრანსფერო ექსპერტი, ჯანლუკა დი მარციო, ასევე გვამცნობს, რომ „ატალანტა“ როდრიგო პალასიოს დამატებაზეც ფიქრობს. არგენტინელს სეზონის ბოლოს „ბოლონიასთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები