Aa
Aa

"ბენფიკა" პერინს უახლოეს დღეებში გაიფორმებს

ლისაბონის „ბენფიკა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ 26 წლის მეკარეს, მატია პერინს, გადაიბირებს. პორტუგალიელებმა ტრანსფერი 15 მილიონ ევროდ შეათანხმეს, ამჟამად კი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პირად დეტალებს ათანხმებენ.

პერინის აგენტი, ალესანდრო ლუჩი, ლისაბონში იმყოფება და „არწივების“ ხელმძღვანელობას თანამშრომლობის პირობებზე ელაპარაკება.

თავად მატიას პორტუგალიის დედაქალაქში უახლოეს დღეებში ელოდებიან, იგი ლისაბონში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ბენფიკასთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

პერინი „არწივების“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება, კიდევ ერთი ასეთი რამდენიმე დღის წინ „რეალიდან“ დამატებული რაულ დე ტომასია, რომლის სანაცვლოდაც 18 მილიონი ევრო გადაიხადეს.

იტალიელ მეკარეებს შორის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ გოლკიპერს მძიმე ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, გასულ სეზონში კი ვოიცეხ შესნისთან კონკურენციას ვერ გაუძლო და „იუვენტუსის“ მაისურით მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები