Aa
Aa

Rai: ნეიმარის მამა "იუვეს" სპორტულ დირექტორს შეხვდება

იტალიის მთავარი არხი Rai ამტკიცებს, რომ ნეიმარის მამა „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის ტურინში შეხვდება.

არხის ჟურნალისტ პაოლო პაგანინის თქმით, მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდებიან და ბრაზილიელი ვარსკვლავის „იუვენტუსის“ რიგებში გადასვლას განიხილავენ. თუმცა, შეხვედრის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

ნეიმარის „იუვეში“ გადასვლის მაღალ ალბათობაზე გუშინ საღამოს კატალონიურმა Mundo Deportivo-მაც დაწერა. გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ „ბარსელონას“ პასიურობის გამო, დღევანდელი მონაცემებით, ფეხბურთელის გადაბირების მთავარ კანდიდატად სწორედ „ბიანკონერი“ უნდა მივიჩნიოთ.

ტურინულმა გრანდმა მატიის დე ლიხტის ტრანსფერი უკვე გააოფიციალურა და სრულად ნეიმართან მოლაპარაკებაზე ფოკუსირება შეუძლია.

ფაქტია, რომ საქმე დაიძრა და უახლოეს პერიოდში ახალ ცნობებს უნდა ველოდოთ, ბევრი რამე კი, რა თქმა უნდა, ნეიმარის მამასა და პარატიჩს შორის გასამართი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები