Aa
Aa

ბილეთები სიმბოლურ ფასად - "საბურთალოს" მადლობა და საჩუქარი გულშემატკივარს

საქართველოს ჩემპიონმა, „საბურთალომ“, სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ახალი ინიციატივის შესახებაც ამცნო.

თბილისელთა ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ზაგრების „დინამოსთან“ საშინაო შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთებს სიმბოლური ფასი ექნება და 1 ლარი ეღირება. „საბურთალოს“ ჰქონდა სურვილი, რომ მატჩზე დასწრება უფასო ყოფილიყო, თუმცა უეფა-ს რეგულაციების თანახმად, ეს აკრძალულია.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"გვინდა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინდელ თამაშზე მოვიდნენ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე და მხარი დაუჭირეს „საბურთალოს“.

მიუხედავად ცუდი სტარტისა, ტრიბუნებიდან მხარდაჭერა არ მოჰკლებია ჩვენს გუნდს, რაც დამატებითი მოტივაცია იყო ფეხბურთელებისთვის.

მომდევნო შეხვედრას „საბურთალო“ 23 ივლისს ზაგრების „დინამოსთან“ თბილისში გამართავს. გვსურს, მოახლოებულ შეხვედრაში დასწრება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, რადგან გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მატჩზე დასწრება გვინდოდა ყოფილიყო თავისუფალი, თუმცა უეფას რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება".

„საბურთალოსა“ და ზაგრების „დინამოს“ შორის პირველი შეხვედრა 23 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საბურთალოელებმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფი“ ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები