საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მეოთხედფინალში მასპინძელი პორტუგალია შეხვდება
Aa
Aa

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მეოთხედფინალში მასპინძელი პორტუგალია შეხვდება

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია.

პორტუგალიურ მატუსინოშში მიმდინარე ევროპირველობის B დივიზიონში მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ესტონეთთან 67:78 წააგო, თუმცა მეოთხედფინალში მაინც გავიდა.

ქართველებს გასული ოთხივე ტურის მატჩი მოგებული ჰქონდათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში რჩებოდნენ ჯგუფში, თუკი ესტონელებთან 20 ქულითა და მეტით წააგებდნენ.

ჩვენს ჯგუფში სამმა გუნდმაჰოლანდიამ, საქართველომ და ესტონეთმა 4 მოგების წილ 1 მარცხი გაადროვა და ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა, მეორეზე საქართველო, ხოლო მესამეზეესტონეთი. მეოთხედფინალში ჰოლანდია და საქართველო გავიდნენ.

მომდევნო ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქე მასპინძელი პორტუგალია იქნება. პორტუგალიელებმა ბოლო ტურის მატჩში ბელგია 81:53 გაანადგურეს და C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

მეოთხედფინალის წყვილები მთლიანობაში ასე გამოიყურებიან:

რუსეთი (A1) – ბულგარეთი (B2)
ჩეხეთი (B1) – ისლანდია (A2)
ჰოლანდია (C1) – ბელგია (D2)
პორტუგალია (D1) – საქართველო (C2)

 18 ივლისი ტურნირზე დასვენების დღეა და მეოთხედფინალები 19 ივლისს გაიმართება. 

საქართველოსა და პორტუგალიის მეოთხედფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები