ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "მიზანი უცვლელია - შევეცდებით ყველაფერი მოვიგოთ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ 2019-2020 წლების სეზონის შესახებ ისაუბრა.

ბასკმა სპეციალისტმა გუნდის ახალწვეულებზე და ახალი სეზონში მათ მიზნებზე ისაუბრა.

"ყოველი სეზონის წინ მსგავსი მოლოდინები და გეგმებია - ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიგოთ, რისი მოგებაც შეიძლება და გულშემატკივრები გავახაროთ. შევეცდებით ყველა ტურნირზე გავიმარჯვოთ.

დე იონგი და "აიაქსი" ბოლო წლებია უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ. ფრენკი არის მოთამაშე, რომელიც ჩვენს ნახევარდაცვას ახალ სიცოცხლეს მისცემს და გაცილებით მობილურს გახდის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მისგან ამას მივიღებთ.

გრიზმანი დე იონგისგან განსხვავებით ძალიან გამოცდილია და ბუნებრივია ის სულ სხვა დონეზე იმყოფება. ის კოსმოსშია.

მისგან ბევრს ველით. ვიცით რა ტიპის მოთამაშეც დავიმატეთ და რისი მიღება გვსურს მისგან".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" წინსასეზონო სამზადისს უკვე შეუდგა. კატალონიელები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 23 ივლისს იაპონიაში ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები