Aa
Aa

"მას ტალანტის გარდა ხასიათიც აქვს" - კვარაცხელია და გრიგალავა ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ორი ქართული გოლი ვიხილეთ, თავი ხვიჩა კვარაცხელიამ და გია გრიგალავამ გამოიჩინეს.

ქართველების გოლებმა ტულის "არსენალი" და ყაზანის "რუბინი" მარცხისგან იხსნა. ორივე შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

პოპულარულმა რუსულმა ვებ გვერდმა "სპორტ ექსპრესმა" კვარაცხელია და გრიგალავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

რუსულმა გამოცემამ განსაკუთრებით ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა: "მან თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და 2 ქულა დააკარგვინა, რაოდეც მოულოდნელიც არ უნდა იყოს ხვიჩამ გოლი არ აღნიშნა და მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა ქომაგების ტრიბუნასთანაც მივიდა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მას ტალანტის გარდა ხასიათიც აქვს".

რაც შეეხება მეორე ტურს, გრიგალავას "არსენალი" 20 ივლისს სამარაში "კრილია სოვეტოვს" დაუპირისპირდება, ხოლო კვარაცხელიას "რუბინი" 21 ივლისს სტუმრად მოსკოვში "დინამოს" შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები