Aa
Aa

ჭიდაობის ფედერაციის პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციას

საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა.

ფედერაციის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ სამივე ბრალდებას პასუხი გასცა.

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" სპორტული ფედერაციების დაფინანსების პოლიტიკაზე ვრცელი დასკვნა მიუძღვნა, სადაც მაგალითად ჭიდაობის ფედერაცია ყავდა წარმოდგენილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ბრალდებებით იხელმძღვანელა. 

2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის იანვარში ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსმა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა 26 974 - 26 974 ლარის, ხოლო პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ 40 000 ლარის ოდენობის პრემიები მიიღეს. ეს ოდენობები მრავალგზის აღემატება სხვაზე გაცემულ პრემიებს, რაც კორუფციის  კუთხით ეჭვებს აჩენს.

 

ფედერაციამ 4 წლის განმავლობაში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” დეპუტატის და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის დის სასტუმროს, გაწეული მომსახურებისთვის 1 600 000 ლარი გადაურიცხა.

 

დათუნაშვილის თქმით, მოჭიდავეები სპორტული მიღწევების შედეგად მიღებულ ჯილდოს პირველ და მეორე მწვრთნელებს უყოფენ, ხოლო ვინ უნდა იყოს მეორე მწვრთნელად მითითებული, ამას ფედერაციის პრეზიდენტი გეგეშიძე წყვეტს.

 

ცხელი ამბები