Sky Sport Italia: დე როსიმ
Aa
Aa

Sky Sport Italia: დე როსიმ "ბოკასთან" 5-თვიან კონტრაქტზე მოილაპარაკა

Sky Sport Italia-ს ცნობით, დანიელე დე როსი კარიერის დასრულების გადადებასა და „ბოკა ხუნიორსში“ თამაშს გეგმავს. წყაროს თანახმად, ვეტერანმა ნახევარმცველმა არგენტინელებთან 5-თვიანი კონტრაქტი შეათანხმა.

„ბოკას“ ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ნიკოლას ბურდისოა, რომელიც წლების განმავლობაში დე როსის თანაგუნდელი გახლდათ. თავად დანიელეს კი პრესისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ „ბოკა“ მისთვის გამორჩეული გუნდია და „ლა ბომბონერაზე“ სიამოვნებით ითამაშებდა.

ჯერჯერობით სხვა გამოცემები დე როსის „ბოკასთან“ შეთანხმებას არ ადასტურებენ, თუმცა Sky Sport Italia-ს გავლენისა და სანდოობის გათვალისწინებით, ცნობაში ეჭვის შეტანა ნამდვილად რთულია.

„რომას“ ლეგენდა რამდენიმე დღეში 36 წლის ხდება. ვრცელდებოდა ხმები, თითქოს დანიელე კარიერას დაასრულებდა და მუშაობას მშობლიურ კლუბში ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელად გააგრძელებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები