თსუ-ს მეტოქეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

თსუ-ს მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატზე ფუტსალში საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი წარადგენს.

ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 24 გუნდი მონაწილეობს, პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში 16 ივლისს დაიწყება და 23 ივლისამდე გაგრძელდება.

ჩვენი გუნდი Eჯგუფში მოხვდა სადაც მათი მეტოქეები პორტუგალიური „კოიმბრა“, ესპანური  „მალაგა“ და გერმანული „კიელი„ იქნებიან.

შეგახსენებთ , რომ  თსუ ფუტსალის გუნდი პორტუგალიაში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობას უკვე მესამედ იღებს.

თსუ სტუდენტებმა 2017 წელს ვერცხლის, 2018 წელს კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები