დავიდ სილვა:
Aa
Aa

დავიდ სილვა: "ბურთი უნდა გავაკონტროლოთ"!

"სიტის" გამთამაშებელი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავიდ სილვა "რეალთან" მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ჩვენ ბურთი უნდა ვაკონტროლოთ, რადგან მის გარეშე მწვავედ ვერ ვითამაშებთ და მოწინააღმდეგისთვის პრობლემების შექმნა გაგვიჭირდება". 

"შეტევაში აქტიურობა გვმართებს, მაგრამ ამასთანავე მეტოქეს რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი ზონა უნდა დავუტოვოთ. "რეალი" კონტრიერიშებში ძალიან სწრაფად გადადის და ამისთვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია".

"როცა აქ მოვედი გუნდს "ჩემპიონთა ლიგაზე" არასდროს ეთამაშა, ახლა კი 1/2 ფინალში ვართ, პროგრესი სახეზეა, გუნდი დღიდან დღემდე იზრდება, ეს კი სწორი მუშაობის შედეგია".

"თუმცა მიღწეულზე არ უნდა გავჩერდეთ და ისტორიული გამარჯვების მოპოვება ვცადოთ. თანაც "ჩემპიონთა ლიგა" ის ტურნირია, რომელიც "სიტის" არასდროს მოუგია, შესაბამისად, გუნდი ორმაგად მოტივირებულია". - განაცხადა სილვამ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები