U20: საქართველოს ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა და პლეი ოფს მიუახლოვდა!
Aa
Aa

U20: საქართველოს ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა და პლეი ოფს მიუახლოვდა!

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში კოსოვოც დაამარცხა და შთამბეჭდავად ასპარეზობას განაგრძობს.

ილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა C ჯგუფში ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო! ახალგაზრდა ქართველებმა ამჯერად კოსოვო 86:52 დაამარცხეს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ!

საქართველოს ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია. ეფექტურობის კოეფიციენტით საუკეთესო ნიკა მეცხვარიშვილი იყო – 8 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი. 8 ქულა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა ივანე მეგენეიშვილმა, ხოლო ბომბარდირი 12 ქულით ლუკა მაზიაშვილი გახდა. რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალთან ძალიან ახლოსაა. ბოლო ტურში ესტონეთის წინააღმდეგ ჩვენმა გუნდმა 19 ქულაზე მეტით უნდა წააგოს, რომ პლეი ოფში გასვლა ვერ შეძლოს.

საქართველო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ესტონეთის ნაკრებთან 17 ივლისს, თბილისის დროით 21:15 საათზე გამართავს.

შეგახსენებთ, C ჯგუფში საქართველო, ჰოლანდია, სომხეთი, შვედეთი, ესტონეთი და კოსოვო ასპარეზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები