Aa
Aa

ტუხელმა დაადასტურა! "კოპა ამერიკის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ნეიმარს წასვლა უნდოდა"

ნეიმარის საგა გადამწყვეტ ფაზაშია შესული. გრიზმანის გაფორმების შემდეგ, "ბარსა" ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნების გზებზე მთელი ძალებით მუშაობს და კონცენტრაციას სწორედ ამ თემაზე ახდენს.

როგორც უკვე ცნობილია, ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზში ჩავიდა და კლუბის ხელმძრვანელობას გაესაუბრა. საუბარი 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ვერც სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ და ვერავინ, ნეიმარი დარჩენაში ვერ დაარწმუნა.

შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე საათში პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომაშ ტუხელმა პრესასთან საუბრისას ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნეიმარს გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და მან ეს კარგა ხნით ადრე იცოდა.

"არ მომწონს და ყოველთვის იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ფეხბურთელი აგვიანებს. ამჯერად უკვე საქმე ნეიმარსა და კლუბს შორისაა.

ვიცოდი თუ არა, რომ მას წასვლა სურდა? დიახ, ამის შესახებ კოპა ამერიკის დაწყებამდეც ვიცოდი, ყველაფრი ვიცოდი.

ნეიმარზე დიდ იმედებს ვამყარებდი, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა".

აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის პსჟ და "ბარსა" პირობებზე ვერ თანხმდებიან. პარიზელები 200-დან 300 მილიონამდე ითხოვენ, ესპანელები კი ბარტერს სთავაზობენ - მათი რომელიმე 2 მოთამაშე ნეიმარის სანაცვლოდ.

"ბლაუგრანა" მოცდას ამჯობინებს და პარიზელებზე ზეწოლას ნეიმარის ხელით ახდენს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები აგვისტოს ბოლომდე გაიწელება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები