Aa
Aa

პაატა გურასპაული : "ეს არის ქვეყნის წარმატება და მადლობა ამისთვის ქალბატონ პრეზიდენტს"

15 ივლისს მიუნხენში გამართული კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის სხდომაზე გაირკვა იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ.

საქართველომ ბორდის წევრების მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ევროპირველობის ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.

 სულ ევროპირველობის მასპინძლობისთვის იბრძოდა 7 ქვეყანა: გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და საქართველო.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მიიღეს: საქართველომ, გერმანიამ, იტალიამ და ჩეხეთმა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ გასამართი ფლეი ოფის მატჩების მასპინძელი ბერლინი იქნება.

დღეს კი საქართველოს დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა.

აეროპორტში მათ გულშემატკივრები დახვდნენ.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა კი ისტროიულ დღეზე პირველი კომენტარი გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები