ოფიციალურად: აბურჯანია
Aa
Aa

ოფიციალურად: აბურჯანია "ტვენტეს" ფეხბურთელია!

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ახალი სეზონიდან ენსხედეს „ტვენტეს“ შემადგენლობაში ითამაშებს!

ინფორმაციას ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს. აბურჯანიამ 21 ნომრიანი მაისური აიღო.

24 წლის ქართველი ენსხედელთა რიგებში 2 წლიანი იჯარით ითამაშებს, რის შემდეგაც „ტვენტეს“ "სევილიადან" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

„ეს რთული არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა, მე „ტვენტეში“ თამაში მინდოდა. ეს არის გუნდი დიდი ისტორიითა და შესანიშნავი სტადიონით.

გუნდში აიტორს კარგად ვიცნობ, ერთმანეთთან „სევილიადან“ ვმეგობრობთ. მან აქაურობის შესახებ ბევრი მომიყვა და თამაშის დაწყებას მოუთმენლად ველი“.

5 წლის წინ ტედ ვან ლეუვენმა აბურჯანია „ანორთოსისში“ მიიყვანა, ამჯერად კი მან ეს „ტვენტეშიც“ გააკეთა.

„აბუს აქ თამაში ძალიან უნდოდა. მისი „სევილიადან“ წამოყვანა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ანდალუსიელთა სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ როგორც იქნა თანხმობა მოგვცა და ტრანსფერიც შედგა. აბუ არის ფეხბურთელი უდიდესი დრაივით“. - განაცხადა ვან ლეუვენმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები