ბითაძემ
Aa
Aa

ბითაძემ "ინდიანასთან" კონტრაქტი გააფორმა

"ინდიანა პეისერსის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა გოგა ბითაძესთან კონტრაქტი გააფორმა. შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ხელს სავიზო პრობლემები უშლიდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოგვარდა.

როგორც ამერიკული პრესა წერს, ბითაძესა და "ინდიანას" შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, თინეიჯერი ქართველი ჯამურ ხელფასად 13 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

გოგა ბითაძემ NBA-ს ზაფხულის ლიგა გამოტოვა, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა აშშ-ში იმყოფება და კარიერის ახალი ეტაპისთვის ადგილზე ემზადება.

გოგა გასულ სეზონში "ბუდუჩნოსტის" რიგებში თამაშობდა და ევროლიგაში საშუალოდ 12.1 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2.3 ბლოკს აგროვებდა. რაც შეეხება ადრიატიკის ლიგას, იქ ბითაძე MVP-დ და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები