მაგუაიერმა
Aa
Aa

მაგუაიერმა "ლესტერს" წასვლის სურვილის შესახებ მოახსენა

ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, ჰარი მაგუაიერი „ლესტერის“ მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას პირადად ესაუბრა და განუცხადა, რომ კლუბიდან წასვლა სურს.

უკვე რამდენიმე კვირაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ მაგუაიერის საკუთარ რიგებში გადაყვანას ცდილობს, თუმცა ლესტერშირელები სატრანსფერო თანხის ოდნავ დაკლებაზეც არაფრით არ თანხმდებიან. მათი მოთხოვნა მინიმუმ 80 მილიონი ფუნტია, მანჩესტერელებმა კი დაახლოებით 10 დღის წინ 70 მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს.

„მელიები“ იმანაც გაათამამა, რომ 26 წლის უკანახაზელისთვის ბრძოლაში „სიტიც“ ჩაერთო, რომელსაც ოფიციალური სატრანსფერო წინადადება ჯერჯერობით არ წარმოუდგენია.

მაგუაიერმა „ლესტერთან“ კონტრაქტი გასულ წელს გაახანგრძლივა, რომლის მიხედვითაც „კინ პოუერ სთედიუმზე“ 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები