დე ლიხტი
Aa
Aa

დე ლიხტი "იუვეში" 4-ნომრიან მაისურს მოირგებს

ამსტერდამის „აიაქსის“ დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, დაადასტურა, რომ მატიის დე ლიხტის თაობაზე „იუვენტუსთან“ შეთანხმება მიღწეულია და ერთადერთ ნაბიჯად სატრანსფერო თანხის საბანკო ანგარიშზე დასმა რჩება.

ამსტერდამელები დე ლიხტის სანაცვლოდ ჯამში 75 მილიონ ევროს მიიღებენ, თავად ფეხბურთელი ტურინში დღეს საღამოს ჩავა, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ბიანკონერისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაიწერება, რომელიც წლიდან წლამდე მზარდი იქნება.

იტალიური პრესის თქმით, ჰოლანდიელი მცველი „იუვეს“ 4-ნომრიან მაისურს მოირგებს. ბონუსების ჩათვლით მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 12 მილიონ ევროს მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები