Aa
Aa

ევრობასკეტი 2021 - შეფასებები და პირველი კომენტარები მიუნხენიდან

2019 წლის 15 ივლისი ქართული კალათბურთის ისტორიაში განსაკუთრებულ თარიღად ჩაიწერა. მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა, რომ ევრობასკეტ 2021-ის ჯგუფური ეტაპის მატჩებს 4 ქვეყანა - გერმანია, იტალია, ჩეხეთი და საქართველო უმასპინძლებენ.

ქართული კალათბურთისთვის ეს ისტორიული გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა, გამოაცხადა, რასაც ქართული დელეგაციის ოვაციები მოჰყვა. დემირელმა ქართველებს მიულოცა და წარმატება უსურვა. სხდომას ქვეყნის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - პაატა გურასპაული, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ამავდროულად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი - გიორგი ქართველიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - ვლადიმერ ბოისა და ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია ესწრებოდნენ.

გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთსა და საქართველოში ევრობასკეტ 2021-ის თითო-თითო ჯგუფის მატჩები ჩატარდება, ფლეი-ოფის სტადიას კი უკვე მხოლოდ გერმანია უმასპინძლებს. ტურნირი 17-დან 29 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები