Aa
Aa

დე ხეა "იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლასთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო, თუმცა, როგორც ჩანს, იგი კარიერის დარჩენილი წლების უდიდეს ნაწილსაც „ოლდ ტრაფორდზე“ გაატარებს.

„წითელ ეშმაკთა“ დამრიგებლის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის თქმით, ესპანელმა მეკარემ კლუბთან ახალ, გრძელვადიან კონტრაქტზე მოილაპარაკა. ბრიტანული პრესა ამტკიცებს, რომ დე ხეას წლიური ანაზღაურება 18.2 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.

28 წლის გოლკიპერს „იუნაიტედთან“ ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს უსრულდებოდა, ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობა კი ჯერჯერობით არ სახელდება.

დე ხეა და „მანჩესტერი“ ავსტრალიასა და აზიაში გასამართი ტურნეებისთვის ემზადებიან. ფეხბურთელი „მანკუნიანელთა“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები