Aa
Aa

ბრაზილიაში ტელევიზიის სეიფი გატეხეს და ნეიმარის ინტერვიუს ფაილები მოიპარეს

ნეიმარის საპნის ოპერის გარშემო კიდევ ერთი ახალი თავია, რომელიც ამჯერად სატელევიზიო ინტერვიუსა და მის გაუჩინარებას ეხება.

ბრაზილიურმა ტელეარხმა UOL Esporte-მ 27 წლის სუპერვარსკვლავთან 11 და 13 ივლისს ორი ინტერვიუ ჩაწერა, რომელთაც წინასწარი შეთანხმება ახლდა. კერძოდ, ინტერვიუერს ნეიმარისთვის სექსუალური სკანდალისა და „ბარსაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ არ უნდა ეკითხა.

როგორც სხვადასხვა გამოცემები ირწმუნებიან, ინტერვიუები საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ნეიმარმა მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზაც წარმოთქვა.

გაერთიანებული ინტერვიუ ეთერში დღეს, 16 ივლისს უნდა გასულიყო, თუმცა UOL Esporte-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, სეიფი, სადაც მეხსიერების ბარათი ინახებოდა, გატეხეს და საჭირო ფაილები მოიპარეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი გუშინ პარიზში ჩავიდა, სადაც პსჟ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა პირადად გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები