''აქ ფანტასტიკური გარემოა'' - ''დინამოს'' ახალწვეულის პირველი კომენტარი
Aa
Aa

''აქ ფანტასტიკური გარემოა'' - ''დინამოს'' ახალწვეულის პირველი კომენტარი

შვედური აიკ-ის ყოფილი ფორვარდი კვამე კარიკარი კარიერას თბილისის ''დინამოში'' გააგრძელებს. ინფორმაცია საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

განელი თავდამსხმელი თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

დინამოელთა ახალწვეულმა კარიერის საუკეთესო პერიოდი შვედურ აიკ-ში გაატარა, რომელთან ერთად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, მან მოსკოვის ცსკა-სთან და ''ფეიენორდთან'' შეხვედრებში გოლი გაიტანა. ასევე უთამაშია  თურქეთში, უკრაინასა და ყატარში, ბოლოს კი ბაქოს ''ნეფთჩიში'' გამოდიოდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები