სიჭინავა ''რუსთავში'' დაბრუნდა
Aa
Aa

სიჭინავა ''რუსთავში'' დაბრუნდა

30 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ ''ცხინვალი'' დატოვა და კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ''რუსთავში'' გააგრძელებს, რომლის ღირსებას 2016-18 წლებში იცავდა. ინფორმაციას რუსთავული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21 ტურის შემდეგ ''რუსთავი'' 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის.

მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დათა სიჭინავამ 14 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი შეაგდო.

2017 წელს ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით ''რუსთავმა'' ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა და სიჭინავამ რანგით მეორე ლიგის 35 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. 

სიჭინავას ასევე უთამაშია ბრესტის ''დინამოში,'' ბათუმის ''დინამოში,'' ფოთის ''კოლხეთში,'' ბოლნისის ''სიონში.'' ქუთაისის ''ტორპედოსა'' და ''გაგრაში.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები