ჰიდინკი:
Aa
Aa

ჰიდინკი: "აზარი აქ ბედნიერია"!

ლონდონის "ჩელსის" ჰოლანდიელმა თავკაცმა გუუს ჰიდინკმა ედენ აზარის შესახებ ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი შემდეგ სეზონშიც "ჩელსიში" იყოს. ეს გუნდისთვისაც და აზარისთვისაც კარგი იქნება. ედენი ჩვენ გუნდში თავს მშვენივრად გრძნობს, ბედნიერია და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომაც ის უნდა წავიდეს. დარწმუნებული ვარ, თუკი დარჩება, მომავალ წელს ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და "ჩელსის" ჩვეულად ულიდერებს". - განაცხადა 69 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ვთქვათ ისიც, რომ წლევანდელ პრემიერ ლიგაში აზარმა 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, პირველი გოლები კი გასულ უიქენდზე "ბორნმუთის" კარში გაიტანა. სულ კი ბელგიელის აქტივში 2015-2016 წლების სეზონში 3 ზუსტი დარტყმაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები