Aa
Aa

კვარაცხელიას ბრწყინვალე დებიუტი: გოლი ყოფილი გუნდის კარში

რუსეთის პრემიერ ლიგის 2019-20 წლების სეზონის პირველ ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივისა'' და ყაზანის ''რუბინის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში ''ლოკომ'' 66-ე წუთზე ალექსეი მირანჩუკის გოლით გახსნა. 76-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა და ''რუბინი'' მარცხისგან იხსნა. აღსანიშნავია, რომ 18 წლის კვარაცხელიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი ''ლოკომოტივში'' გაატარა და ყოფილ კლუბს სადებიუტო მატჩში გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტმა გოლი თავური დარტყმით გაიტანა და არ აღნიშნა.

''რუბინის'' შემადგენლობაში კვარაცხელიას მსგავსად სადებიუტო მატჩი ზურიკო დავითაშვილმა ჩაატარა, რომელიც სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და 66-ე წუთზე კვარაცხელიამ შეცვალა, რომელმაც მოედანზე გამოსვლიდან 10 წუთში გოლი გაიტანა.

''რუბინის'' შემადგენლობაში ბექა მიქელთაძის დებიუტი არ შედგა, რომელმაც მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

მოსკოვის ''ლოკომოტივის'' სასტარტო შემადგენლობაში საბა კვერკველიას არ უთამაშია. იური სიომინმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სამატჩო განაცხადში შეიყვანა, თუმცა არ ათამაშა.

ფოტო: rubin-kazan.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები