მედლისთვის ბრძოლას ორი მოფარიკავე აგრძელებს
Aa
Aa

მედლისთვის ბრძოლას ორი მოფარიკავე აგრძელებს

დღეს უნგრეთის დედაქალაქში, ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს დაშნასა და ხმალში საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა იასპარეზა.  

მაია გუჩმაზოვამ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.

ხმალში ჯგუფური ეტაპი სამივე ქართველმა გაიარა, ბექა ბაზაძემ და მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფში ნაჩვენები შედეგების მიხედვით პლეი-ოფის პირველი ეტაპი გამოტოვეს, ნიკა შენგელიას კი ორი შეხვედრის გამართვა მოუწია. საბოლოოდ ძირითადი ეტაპის საგზური მხოლოდ მიხეილ მარდალეიშვილმა მოიპოვა.

18 ივლისს, T64-ში მიხეილ მარდალეიშვილი - 26 წლის უნგრელ, FIE -ს რეიტინგში 21-ე პოზიციაზე მყოფ, მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონს, ანდრას სზატმარს საქართველოს დროით 12:45 დაუპირისპირდება. სანდრო ბაზაძე კი, რომელიც წინასწარი ეტაპიდან თავისუფალი იყო, 15 წუთით ადრე ჰონ კონგელ, 24 წლის მსოფლიო რეიტინგში 97-ე აარონ ჰოს შეხვდება

17 ივლისს კი ხმალში ქალთა შორის თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი და დარია ანტონოვა გამოვლენ.

რაპირაში კაცთა შორის კი ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი იასპარეზებენ.

ცხელი ამბები