''მას არაერთი ქვეყნიდან ეპატიჟებიან'' - ლობჟანიძე ''ბრონდბიუს'' და ''კოპენჰაგენს'' სურთ
Aa
Aa

''მას არაერთი ქვეყნიდან ეპატიჟებიან'' - ლობჟანიძე ''ბრონდბიუს'' და ''კოპენჰაგენს'' სურთ

დანიური BT-ის ცნობით ''ბრონდბიუმ'' საბა ლობჟანიძის ტრანსფერზე ''რანდერსს'' ოფიციალური წინადადებით მიმართა, თუმცა ამ ეტაპზე სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება არ შედგა. ''ბრონდბიუ'' ქართველ ფეხბურთელში 600 000 ევროს იხდის, ''რანდერსის'' ხელმძღვანელებს კი სატრანსფერო თანხის მილიონ ევრომდე გაზრდა სურთ.

ფეხბურთელის აგენტმა გუგა კაჭახიძემ დაადასტურა, რომ ლობჟანიძის დამატება ''კოპენჰაგენსაც'' სურს, თუმცა ამ ეტაპზე ''რანდერსისთვის'' კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს.

კაჭახიძის თქმით აუცილებელია ფეხბურთელმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას სწორი არჩევანი გააკეთოს. მიმდინარე ზაფხულში ფეხბურთელმა უფრო მაღალშემოსავლიან კონტრაქტზე თქვა უარი ვიდრე ''ბრონდბიუსგან'' მიღებული წინადადება იყო.

გუგა კაჭახიძე: ''ჩვენ ვმუშაობთ ლობჟანიძის ტრანსფერზე. მოლაპარაკებას რამდენიმე ქვეყნის კლუბებთან ვაწარმოებთ. საბას მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, როცა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დანიის ნაკრებს გოლი გაუტანა. წინასწარ ვერაფერს იტყვი, თუმცა 99,9 პროცენტით საბა კლუბს მიმდინარე ზაფხულში შეიცვლის.''

კაჭახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ლობჟანიძისთვის ''კოპენჰაგენში'' ან ''ბრონდბიუში'' გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

დანიის სუპერლიგის პირველ ტურში საბა ლობჟანიძემ ''რანდერსისთვის'' 90 წუთი ითამაშა, ''სიონერიუსკისთან'' მარცხის შემდეგ ქართველმა შემტევმა შესაძლო ტრანსფერზე დანიურ მედიასთან ისაუბრა. ლობჟანიძის თქმით შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში მისი ტრანსფერი არ შედგეს და კარიერა კვლავ ''რანდერსში'' გააგრძელოს, თუმცა მისი აგენტის სიტყვებიდან გამომდინარე ფეხბურთელის კლუბში დარჩენა თითქმის გამორიცხულია. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება და თუ ფეხბურთელს არ გაყიდის, მის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხას ვერ მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები