Gazzetta dello Sport: ანდრე გომეში
Aa
Aa

Gazzetta dello Sport: ანდრე გომეში "იუვენტინოა"!

Gazzetta dello Sport-ის კულუარული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ესპანური "ვალენსიადან" ანდრე გომეშს სეზონის ბოლოს აუცილებლად დაიმატებს, რამეთუ ფეხბურთელთანაც და მის ამჟამინდელ კლუბთანაც იტალიელებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. "ბიანკონერი" ტრანსფერში 25-დან 30 მილიო ევრომდე გადაიხდის. 

22 წლის გომეში "ბენფიკას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც სწორედ "არწივების" რიგებში დაიწყო, საიდანაც 2014 წელს "ვალენსიაში" იჯარის წესით გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი "ღამურებმა" ცენტრალური ნახევარმცველი დაახლოებით 15 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. 

ანდრე გომეშს პორტუგალიის აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდული ნაკრები აქვს გამოვლილი, ეროვნული გუნდის წევრი კი 2014 წლიდანაა. მას ამ მომენტისათვის 5 "კეპი" აქვს. 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები