40 მილიონი და ფორვარდი -
Aa
Aa

40 მილიონი და ფორვარდი - "იუვეს" ახალი წინადადება "ინტერს"

ტურინის „იუვენტუსსა“ და მილანის „ინტერს“ შორის მაურო იკარდის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება. აპენინური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ბიანკონერი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ჩამოდის და გარიგებაში მარიო მანჯუკიჩის, გონსალო იგუაინის ან მოიზე კინის ჩართვა სურს.

ამ წინადადებაზე „ნერაძურის“ პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პასუხი დადებითი იყოს. მილანელები 60 მილიონ ევროს ითხოვენ, რომლის გამოყენებასაც თავიანთ სატრანსფერო პრიორიტეტ რომელუ ლუკაკუს „ჯუზეპე მეაცაზე“ გადასაყვანად გეგმავენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიური ხასიათისაა, „იუვეს“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, არგენტინელის აგენტ ვანდა ნარასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა და ცნობილია, რომ იკარდი „ბებერ ქალბატონში“ თამაშზე თანხმობას აცხადებს, ერთადერთ ბარიერად კი „ინტერთან“ შეთანხმება რჩება.

მაურო იკარდის „შავ-ლურჯებთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მის გუნდში დარჩენაზე ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, კატეგორიულ უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები