დე ლიხტი ტურინში დღეს ჩავა
Aa
Aa

დე ლიხტი ტურინში დღეს ჩავა

მატიის დე ლიხტს ტურინში დღეს ელოდებიან, რათა „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმება გაიაროს და „ბიანკონერის“ შეუერთდეს.

„აიაქსის“ ოფიციალური საიტის ცნობით, დე ლიხტმა კლუბის ავსტრიული შეკრება დატოვა, რის მიზეზადაც პოტენციური ტრანსფერი დასახელდა.

„იუვემ“ ფეხბურთელის კლუბ „აიაქსთან“ ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმა და მაგალითად, როგორც Sky Sport Italia და Tuttosport-ი წერენ, ჰოლანდიელები თავიანთი კაპიტნის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ახლავე მიიღებენ, დაახლოებით 10 მილიონი ევრო კი ეტაპობრივად, ბონუსების სახით ჩაერიცხებათ.

თინეიჯერი მცველი „ვეკია სინიორასთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები