Aa
Aa

ჰემილტონმა ბრიტანეთის გრან-პრი მე-6-ედ მოიგო და რეკორდი დაამყარა

ლუის ჰემილტონმა ბრიტანეთის გრან-პრის ახალი ისტორია დაწერა და აღნიშნული რბოლა კარიერაში მეექვსედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

„მერსედესის“ ბრიტანელმა პილოტმა თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი 24 წამით ჩამოიტოვა, შედეგად, მიმდინარე სეზონში გამართული მე-10 რბოლიდან ჩემპიონობით მე-7 დაასრულა. ჰემილტონი სეზონის საერთო ჩათვლაში დამაჯერებლად ლიდერობს.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ჰემილტონმა კარიერაში მე-80 რბოლა მოიგო. იგი ყველა დროის ყველაზე წარმატებული ბრიტანელი პილოტია.

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში კიდევ 11 გრან-პრია გასამართი - გერმანიის, უნგრეთის, ბელგიის, იტალიის, სინგაპურის, რუსეთის, იაპონიის, მექსიკის, აშშ-ს, ბრაზილიისა და აბუ დაბის.

ცხელი ამბები