Aa
Aa

"იმაზე კარგად ვიმუშავებ, ვიდრე ამჟამინდელი დირექტორი" - ზლატანი "აიაქსის" დირექტორად?

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, ამსტერდამის „აიაქსის“ რიგებში დაბრუნდეს, თუმცა ეს მხოლოდ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მოხდება.

შვედმა სუპერვარსკვლავმა ამის შესახებ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ამსტერდამელთა დირექტორთა საბჭოში დასაქმება საინტერესო გამოწვევა იქნებოდა და ამ კუთხით კლუბის წინადადებას სიამოვნებით განიხილავდა.

„საერთოდ, იმ გუნდებში არ ვბრუნდები, სადაც ვთამაშობდი, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, „აიაქსის“ დირექტორი გავხდე და იმაზე კარგად ვიმუშაო, ვიდრე ამას ამ თანამდებობაზე ამჟამად მყოფი ადამიანი აკეთებს.

ჰოლანდიაში „აიაქსი“ ჩემი კლუბია და ვამაყობ, რომ მისი ნაწილი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავ, როგორ თამაშობენ ისინი ევროტურნირებზე. მათ ისეთი რამ გააკეთეს, რასაც არავინ ელოდა და ვერავინ წარმოიდგენდა. ეს შესანიშნავი იყო“.

37 წლის იბრაჰიმოვიჩი ამჟამად „ლოს ანჯელეს გალაქსის“ შემადგენლობაში თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი დეკემბრის ბოლომდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები