Aa
Aa

"ბოლონიას" თანადგომა მიხაილოვიჩს - "თანამდებობაზე დარჩი და ერთად ვებრძოლოთ დაავადებას"

იტალიური „ბოლონიას“ ოფიციალური საიტის ცნობით, სინიშა მიხაილოვიჩს შეუძლია, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩეს და მუშაობა მისთვის სასურველი გრაფიკით გააგრძელოს.

ბოლონიელთა სპორტული დირექტორის, ვალტერ საბატინის, განცხადებით, კლუბი მზადაა, მიხაილოვიჩს სამკურნალო პროცესში ხელი შეუწყოს და როცა საჭირო იქნება, სერბ სპეციალისტს მისი ასისტენტი ჩაანაცვლებს.

მოგვიანებით ამ საკითხზე „როსობლუს“ პრეზიდენტმა, ჯოიე საპუტომაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სინიშა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, დაავადებასთან ბრძოლაში კი მას მთელი გუნდი და ქალაქი დაეხმარება, სადაც ის ძალიან უყვართ.

შეგახსენებთ, რომ სინიშა მიხაილოვიჩს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა დაავადება ადრეულ ეტაპზეა აღმოჩენილი, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. 50 წლის სპეციალისტს საფეხბურთო სამყარო და განსაკუთრებით იტალიური კლუბები მხარდაჭერას უცხადებენ. მიხაილოვიჩი „ბოლონიას“ თავკაცის პოსტზე იანვარში დაინიშნა და გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი სერია A-ს მე-10 ადგილზე გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები