Aa
Aa

"მუდამ ჩემს გულში იქნები“ - ზიდანმა "რეალის" შეკრება დატოვა

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ წინასასეზონო შეკრება ძმის გარდაცვალების გამო დატოვა. ფარიდ ზიდანი 54 წლის ასაკში, სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა, რასაც „ზიზუმ“ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.

„ყოველთვის მიჩვენებდი, რა გზით უნდა მეარა. შენ სამართლიანი, გულუხვი და გამბედავი იყავი. გიყვარდა სხვები, რაც ორმაგად გიბრუნდებოდა და უამრავ ადამიანს უყვარდი. შენით ყოველთვის ვიამაყებ და მუდამ ჩემს გულში იქნები“.

ზიდანი „რეალის“ კანადურ შეკრებას უახლოეს დღეებში დაუბრუნდება, იქამდე კი „სამეფო კლუბის“ ვარჯიშებს მისი ასისტენტი, დავიდ ბეტონი, უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ კანადაში „ბლანკოსის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ჩავიდა, რომელმაც ფეხბურთელები გაამხნევა და საწვრთნელ პროცესს დაესწრო. პერესთან ერთად იმგზავრა ისკომ და ამიერიდან იგი ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით მოემზადება.

„რეალი“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველ შეხვედრას 21 ივლისს, ჰიუსტონში, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები