ლანჩხუთში რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების ინვენტარი განადგურებულია
Aa
Aa

ლანჩხუთში რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების ინვენტარი განადგურებულია

ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში ახალდაგებული იატაკი და ლეიბები წყალში ცურავს, კედლები და ჭერი ჩამორეცხილია, განადგურებულია რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების ინვენტარი.

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელი დავით მჟავია სკანდალურ განცხადებას აკეთებს საჭიდაო დარბაზში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც სახურავის შეცვლის პერიოდში გაწვიმებისას შეიქმნა:

"ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს,წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული, ახალ დაგებული იატაკი წყალში ტივტივებს,კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, სუფთა ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება - სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია, ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა "ფეისბუქზე", სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო,პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა... ყველამ უნდა აგოს პასუხი!" - აცხადებს დავით მჟავია

ფოტოები : "გურია თუდეი"

ცხელი ამბები